მისი საქციელი არ მოეწონათ - პულიშიჩს სიკვდილით დაემუქრნენ
Aa
Aa

მისი საქციელი არ მოეწონათ - პულიშიჩს სიკვდილით დაემუქრნენ

კრისტიან პულიშიჩი, როგორც ყველა ადამიანი „ინსტაგრამს“ ამოწმებდა, რა დროსაც ნახა, რომ მის პირად შეტყობინებაში ერთ-ერთი გამოგზავნილი ვიდეო საკმაოდ არასასიამოვნო იყო.

ვიდეოში ამერიკელ ფეხბურთელს სიკვდილით ემუქრებოდნენ. ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელის მამამ გაავრცელა. მიზეზად კი საკმაოდ საინტერესო რამ სახელდება.

დაახლოებით 1 კვირის წინ, კრისტიანი შვებულებას ფლორიდაში ატარებდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო რომელშიც პულიშიჩმა ერთ-ერთი გადაშენების პირას მყოფი სახეობის თევზი დაიჭირა, მის თავზე ბურთი აკენწლა და შემდეგ ხსენებულ თევზს დაახტა.


ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ „ჩელსის“ ვარსკვლავი მწვავედ გააკრიტიკა და როგორც ცნობილი ხდება, სიკვდილის მუქარის შემცველი ვიდეო სწორედ ამიტომ გაუგზავნეს, თუმცა ავტორი უცნობია. ფეხბურთელის მამამ, მარკ პულიშიჩმა საკუთარი შვილი დაიცვა და განაცხადა, რომ კრისტიანს თევზის დაზიანება არ სურდა.

რა თქვა პულიშიჩის მამამ?

„ჩემი შვილი შვებულების დროს „ტვიტერს“ არ იყენებს. მან კარგად იცის რას წერენ, როდესაც ცუდად თამაშობს და კრიტიკას მიჩვეულია. გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. ყველაზე მეტად მას გულს ის უაზრო ხალხი ტკენს, რომლებიც ჩასაფრებულები არიან და უდიდეს ზიზღს აფრქვევენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა შვილმა ვერ გააცნობიერა რას აკეთებდა. ის უბრალოდ გართობას ცდილობდა და არავის დაზიანება არ უფიქრია. ძალიან სასაცილო სიტუაციაა. კრისტიანი ცხოველების მოყვარულია.

მას რამდენიმე ცხენი ჰყავს და არასდროს ენდომებოდა დაჭრილი ან მკვდარი ცხოველის ნახვა. სამწუხაროდ კრისტიანს ახლა საფრთხე ემუქრება და საქმე იქამდე მივიდა, რომ სიკვდილით ემუქრებიან. კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ ჩემი შვილის ციხეში ჩასმა სურთ.

თუ თქვენ კრისტიანს პირადად არ იცნობთ და არ იცით რა მოხდა იახტაზე მაშინ მოკეტეთ!!“

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები ცდილობენ გაარკვიონ, თუ ვინ გაუგზავნა პულიშიჩს მუქარის შემცველი ვიდეო. ჯერჯერობით ცნობილი არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები