რეალი მზადაა ვარანი გაუშვას - მან. იუნაიტედი ფრანგთან მოლაპარაკებას აწარმოებს
Aa
Aa

რეალი მზადაა ვარანი გაუშვას - მან. იუნაიტედი ფრანგთან მოლაპარაკებას აწარმოებს

მადრიდის ''რეალიდან'' რაფაელ ვარანის წასვლა ძალიან რეალურია. Skysports-ის ცნობით ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ესპანური გრანდისგან მიიღო ნებართვა, რომ ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკება აწარმოოს. თუ ''წითელი ეშმაკები'' მოთამაშეს კონტრაქტზე შეუთანხმდებიან, კლუბები მოლაპარაკებას სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით გამართავენ.

28 წლის ფრანგ ცენტრალურ მცველს ''რეალთან'' კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. მოთამაშე კლუბის დატოვებისთვის მზადაა. ინგლისური გრანდის გარდა პსჟ იწვევს, რომლის შემადგენლობაში ახლახანს მისი ექს-თანაგუნდელი, სერხიო რამოსი ჩაირიცხა.

რაფაელ ვარანი მადრიდის ''რეალის'' ღირსებას 2011 წლიდან მოყოლებული იცავს. მან კლუბთან ერთად ლა ლიგა სამჯერ მოიგო, ოთხჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ესპანურ გრანდში გადასვლამდე, კარიერის საწყის ეტაპზე ერთი სეზონი ფრანგულ ''ლანსში'' გაატარა. ვარანი სწორედ ''ლანსის'' აღზრდილია.

ვარანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები