Aa
Aa

"გამარჯვების მხოლოდ ეს გზა არსებობდა" - რა თქვა კიელინიმ ფინალის შემდეგ?

ევრო 2020-ის ფინალში იტალიამ ინგლისი უემბლიზე დაამარცხა და ნანატრ ტიტულს დაეუფლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სკუადრა აძურას“ ცენტრალურმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კიელინიმ?

„ძალიან რთული მატჩი იყო და თამაში წამგებიანი პოზიციით დავიწყეთ. ჩვენთვის ყველაფერი რთული იყო. უამრავი გულშემატკივარი ინგლისს ქომაგობდა. ინგლისელები უდიდეს ენერგიას იღებდნენ.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მშვიდად ვიყავით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შესვენებაზე ბევრი ვისაუბრეთ. გადავწყვიტეთ, რომ სწორი გზით უნდა გვეთამაშა და მატჩზე უფრო მეტი კონტროლი დაგვეწესებინა. გამარჯვების მხოლოდ ეს გზა არსებობდა.

გამიმართლა, რადგან კარიერის განმავლობაში ბუფონთან ერთად ვთამაშობდი. ახლაც იღბლიანი ვარ, რადგან დონარუმასთან ერთად მიწევს თამაში. ისტორია დავწერეთ და ოცნება ავისრულეთ.

დაუჯერებელია. ჰაერში რაღაც ჯადოსნურს ვგრძნობდით. ეს შეგრძნება ევრო 2020-ის დაწყების დღიდან გვქონდა. გონებაში მუნდიალის თასით ხელში კანავაროს წარმოვიდგენდით და ეს ძალიან დაგვეხმარა“

შეგახსენებთ, რომ ფინალში ანგარიში მე-2 წუთზე ლუკ შოუმ გახსნა. მეორე ნახევარში კი 67-ე წუთზე წონასწორობა ბონუჩიმ აღადგინა. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი „სკუადრა აძურამ“ 3:2 გაიმარჯვა და ნანატრ ტიტულს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები