Aa
Aa

"თითქოს მუცელი გამომფატრეს" - საუთგეიტი ფინალის შემდეგ

ევრო 2020-ის ფინალში იტალიამ ინგლისი უემბლიზე დაამარცხა და ნანატრ ტიტულს დაეუფლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ინგლისელთა თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

რა თქვა საუთგეიტმა?

„როდესაც მწვრთნელი ხარ ყოველთვის რაღაც ახალს სწავლობ. მე უდიდეს მატჩებში ვუხელმძღვანელე გუნდს და ბევრი რამ ვისწავლე. მწვრთნელებს სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. ხან ამართლებს, ხან არა.. ეს ყველაფერი სწავლის პროცესია.“

საუთგეიტი პიკფორდზე

„ვფიქრობ, მას შესანიშნავი ტურნირი ჰქონდა. არსებობენ უამრავი ფეხბურთელები, რომლებმაც ევრო 2020 ბრწყინვალედ ჩაატარეს და ღირსეული შთაბეჭდილება დაატოვეს, თუმცა პიკფორდის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად არის. მას მართლაც განსაკუთრებული ტურნირი ჰქონდა“

საუთგეიტი ინგლისის ნაკრებზე

„წარმატების მიღწევა თუ გსურთ, გუნდურად მუდმივად უნდა ვითარდებოდეთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღეს დილას მუცელი გამომფატრეს. წაგების მიუხედავად, ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და ევრო 2020-ის ფინალში გავიდა. ეს წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.“

საუთგეიტი საკუთარ ტაქტიკაზე

„ტაქტიკა იტალიის პრობლემებიდან გამომდინარე ავირჩიე. ვფიქრობ, 45 წუთის შემდეგი ხალხი ფიქრობდა, რომ ამან გაამართლა. იტალიას ბურთის კონტროლი უყვარს, თუმცა ამ კომპონენტში ვაჯობეთ და პირველ ტაიმში ყველაფერი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. მეორე ტაიმში მანჩინიმ ტაქტიკა შეცვალა, ცრუ ცხრიანით ითამაშა და ამან ყველაფერი გაგვირთულა.“

საუთგეიტი პენალტების სერიაზე

„მე გადავწყვიტე ვინ დაარტყამდა თერთმეტმეტრიანებს. თითოეული გადაწყვეტილება მე მივიღე და ეს არავის ბრალი არ არის. მიუხედავად შედეგისა, მათი ახლაც მთლიანად მჯერა. ბიჭებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს და ახლა ჩვენ, როგორც არასდროს, ყველაზე ერთიანი გუნდი ვართ. ერთმანეთს ჭრილობების მოშუშებაში ვეხმარებით და უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ.“

შეგახსენებთ, რომ ფინალში ანგარიში მე-2 წუთზე ლუკ შოუმ გახსნა. მეორე ნახევარში კი 67-ე წუთზე წონასწორობა ბონუჩიმ აღადგინა. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი „სკუადრა აძურამ“ 3:2 გაიმარჯვა და ნანატრ ტიტულს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები