''ის უკვე ინგლისშია'' - ცორკის ხუმრობა ჰოლანდის ტრანსფერზე
Aa
Aa

''ის უკვე ინგლისშია'' - ცორკის ხუმრობა ჰოლანდის ტრანსფერზე

''დორტმუნდის'' დღევანდელ სავარჯიშო პროცესს ნორვეგიელი ტალანტი ელრინგ ჰოლანდი არ დასწრებია. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. 

SkyDe-ს ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ დაესწრო ჰოლანდი საწვრთნელ პროცესს, გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ხუმრობით უპასუხა: ''ის უკვე ინგლისშია''.

Bild-ის ცნობით ''ჩელსის'' მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს ჰოლანდის გადაბირების დიდი სურვილი აქვს, ''ჩელსიმ'' სკანდინავიელის თაობაზე გერმანულ კლუბს 175-მილიონიანი (€) შეთავაზებით მიმართა, თუმცა გერმანული კლუბი ფეხბურთელის შენარჩუნებას კიდევ ერთი წლით გეგმავს.

ამ თემაზე ცორკი SkyDe-ს გარდა BILD-ს ესაუბრა: ''არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვგეგმავთ ჰოლანდი ''დორტმუნდში'' კიდევ ერთი წლით დარჩეს''.

''არისტოკრატების'' გარდა ჰოლანდის გადაბირება ''მანჩესტერ სიტის'', ''მანჩესტერ იუნაიტედსა'' და მადრიდის ''რეალს'' სურთ.

20 წლის ნორვეგიელს ''დორტმუნდთან'' კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები