„ამ ბრძოლით ვერაფერი დაამტკიცე
Aa
Aa

„ამ ბრძოლით ვერაფერი დაამტკიცე" - კონორმა პორიეს მიმართა და ტრავმაზე ისაუბრა

კონორ მაკგრეგორმა საკუთარი ტრავმის შესახებ ისაუბრა და დასტინ პორიეს მიმართა. ირლანდიელმა სოციალური ქსელები გამოიყენა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.

„როგორ ხართ, MMA-ის ქომაგებო? საოპერაციო ახლახან დავტოვე და ყველაფერმა გეგმის მიხედვით და იდეალურად ჩაიარა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. 6 თვის განმავლობაში ყავარჯნების გამოყენება მომიწევს და დაბრუნების პროცესს დავიწყებ.

მინდა, ქომაგებს თანადგომისა და გამამხნევებელი შეტყობინებებისთვის მადლობა გადავუხადო. იმედი მაქვს, წარმოდგენით ისიამოვნეთ.  მინდა, გულშემატკივრებს, რომლებიც T-Mobile არენაზე იმყოფებოდნენ, მადლობა გადავუხადო. ტრიბუნებზე თითქმის 22 000 ადამიანი იმყოფებოდა და იქაურობა აბსოლუტურად დამუხტული იყო.

პირველი რაუნდი ჯოჯოხეთური გახლდათ და მეორე რაუნდში გადასვლა და ხილვა თუ რა მოხდებოდა, ცუდი არ იქნებოდა, თუმცა რაც იყო, იყო. ბიზნესის ბუნება ასეთია. წვივის ძვალი მოვიტეხე და ასე არ უნდა მომხდარიყო.

დასტინ, შეგიძლია, ამ უკანანო გამარჯვების აღნიშვნა იმდენ ხანს გააგრძელო, რამდენიც გინდა. შენ ამ ბრძოლით ვერაფერი დაამტკიცე და მეორე რაუნდმა ყველაფერი უნდა აჩვენოს“.

შეგახსენებთ, რომ კონორი UFC 264-ზე ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მაკგრეგორთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პორიე სავარაუდოდ, საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები