ნეფთჩი დინამოსთან მატჩისთვის ემზადება - სტადიონზე გულშემატკივარი დაუშვეს
Aa
Aa

ნეფთჩი დინამოსთან მატჩისთვის ემზადება - სტადიონზე გულშემატკივარი დაუშვეს

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ბაქოში შედგება, სადაც „დინამო" თბილისი ბაქოს „ნეფთჩს" დაუპირისპირდება. 

მომავალი მატჩის წინ ბაქოში სამზადისია. როგორც აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციისგან ვიგებთ, საუბარი გულშემატკივრისთვის რეგულაციების შემსუბუქებაზეა. „დინამოსთან" მატჩში ბაქოს ბაქსელ არენის ტევადობის 50% შეივსება (სრული ტევადობა 11 000). გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო, უშუალოდ ინიციტივა კი აზერიბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის.

„ბედნიერები ვართ, რადგან გვექნება შესაძლებლობა ჩვენს გულშემატკივარს შევხვდეთ.

დინამო თბილისის წინააღმდეგ გასამართი მატჩის, რომელიც 14 ივლისს, 21:00 საათიდან დაიწყება, ბილეთები სალაროებში უახლოეს დღეებში გამოჩნდება, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით",-ნათქვამია განცხადებაში.

გუნდების განმეორებითი მატჩი 14 ივლისს შედგება და სტარტს 21:00 საათიდან აიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ „დინამო" თბილისი ტურნირის პირველ ეტაპს გაივლის, მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე საბერძნეთის ჩემპიონი, პირეოსის „ოლიმპიაკოსი" იქნება.

მარცხის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მეტოქეობას „მაკაბის" და „ქაირათს" შორის დამარცხებულს გაუწევს.

ფოტო: „დინამო" თბილისი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები