მსოფლიო თასი - სოჭში 7 მოჭადრაკე იასპარეზებს
Aa
Aa

მსოფლიო თასი - სოჭში 7 მოჭადრაკე იასპარეზებს

12 ივლისიდან, რუსეთის ქალაქ სოჭში ჭადრაკის მსოფლიოს თასის გათამაშება სტარტს აიღებს.

ტურნირზე საქართველოს სახელით 7 მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი,ბელა ხოტენაშვილი,ბაადურ ჯობავა, ლუკა პაიჭაძე და ლევან ფანცულაია იასპარეზებენ. ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაში 206 მოთამაშე იასპარეზებს, მათ შორისაა მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი.

მსოფლიო თაისი საპრიზო ფონდი 1 892 500$ შეადგენს, პირველ ადგილზე გასული 110 ათასით დაჯილდოვდება, ხოლო მეორე ადგილი 80 000$ 

ქართველი ვაჟები გათამაშების პირველი წრიდან იასპარეზებენ და მათი მეტოქეები იქნებიან:

ბაადურ ჯობავა - აბხიმანი მიშრა (აშშ)

ლევან ფანცულაია - ჯახონგირ ვახიდოვი (უზბეკეთი)

პაიჭაძე ლუკა- შამშიდინ ვოხიდოვი (უზბეკეთი)

ქალთა შორის 103 მონაწილეა და ქართველი ქალები გათამაშებაში მეორე წრიდან ჩაერთვებიან.

ქალთა ასპარეზობის საპრიზო ფონდი 67 6250$ შეადგენს და გამარჯვებული 50 ათასით დაჯილდოვდება. ასევე, ქალთა მსოფლიო თასის სამი საუკეთესო მონაწილე პრეტენდენტთა ტურნირის საგზურს მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები