ჰიონესი:
Aa
Aa

ჰიონესი: "კროოსის ადგილი თანამედროვე ფეხბურთში აღარ არის"

მიუნხენის „ბაიერნი“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ული ჰიონესმა გერმანულ მედიასთან ტონი კროოსზე ისაუბრა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი მწვავედ გააკრიტიკა. ულის აზრით, ტონი თანამედროვე ფეხბურთში აღარ ჯდება.

რა თქვა ჰიონესმა?

„მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიამ პირველი ორი შეხვედრა ღირსეულად ჩაატარა, რადგან ლიოვი 4 მცველს ათამაშებდა. ამის შემდეგ მან 3-მცველიანი ტაქტიკა აირჩია. რატომ? რა საჭირო იყო? ვფიქრობ, მას ტონი კროოსის ინტეგრირება სურდა.

ჩემი აზრით მთავარ მწვრთნელს ცენტრალურ ნახევარდაცვაში კიმი, გორეცკა და მიულერი უნდა დაეყენებინა. ფლანგებზე გნაბრის და სანეს უნდა ემოქმედა და მათზე ოდნავ წინ ჰავერცს. ვფიქრობ, ასე გერმანია გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ითამაშებდა და სხვა შედეგს აჩვენებდა. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ.

კროოსი ძალიან მომწონს. ის შესანიშნავი იყო „ბაიერნში“ და „რეალშიც“ საოცარი წლები გამოიარა, თუმცა მისი სათამაშო სტილი თანამედროვე ფეხბურთში აღარ ჯდება. ინგლისთან 0:1-ს ვაგებდით და ბოლო ნახევარ საათში ტონის არცერთ გრძელი პასი არ გაუკეთებია. ის ძირითადად ფლანგზე თამაშობდა და მეტოქის დაცვას მისი განეიტრალება არ გაუჭირდა.

ლიოვს ეს ყველაფერი უნდა დაენახა და ეთქვა, რომ ტონი კროოსის საფეხბურთო სტილი ჩვენს სტილში აღარ ჯდება და არც თანამედროვე ფეხბურთში. გერმანია ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობს, ხოლო კროოსი გამუდმებით ფლანგზე დარბოდა.

გერმანიის ნაკრები ევრო 2020-ზე

„ბუნდესნაკრებმა“ ევროპის ჩემპიონატი მერვედფინალურ სტადიაზე ინგლისის წინააღმდეგ დაასრულა. ლიოვის შეგირდები უშანსოდ 0:2 დამარცხდნენ. ასევე გეტყვით, რომ 2001 წლის შემდეგ გერმანია ინგლისთან ოფიციალურ შეხვედრებში პირველად დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები