შუა თითი და 23 დოლარი - პორიეს მეუღლის ჟესტი და პოლის გამოხმაურება
Aa
Aa

შუა თითი და 23 დოლარი - პორიეს მეუღლის ჟესტი და პოლის გამოხმაურება

კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს ბრძოლის შემდეგ, ამერიკელის მეუღლემ ირლანდიელს შუა თითი უჩვენა. პირველი რაუნდის მიწურულს, მაკგრეგორმა ფეხი მოიტეხა და ჩხუბი ვერ განაგრძო, რის შემდეგაც გამარჯვებულად პორიე გამოცხადდა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ოქტაგონზე ჯო როგანი ავიდა და მებრძოლებს ინტერვიუ ჩამოართვა.

მაკგრეგორმა როგანთან საუბრისას პორიეს მეუღლეც ახსენა და განაცხადა: „დასტინ, შენი მეუღლე ჩემს პირად მიმოწერებშია. პატარავ, შეტყობინებაზე მიპასუხე და მოგვიანებით ვისაუბროთ. დასტინის დედაც“. პორიეს მეუღლემ, ჯოლიმ ირლანდიელს შუა თითი სწორედ ამ დროს უჩვენა.

მაკგრეგორის ტრავმასა და მარცხს იუთუბერი ჯეიკ პოლიც გამოეხმაურა. დეკემბერში, პოლმა კონორს ჩხუბის სანაცვლოდ 50 მილიონი დოლარი შესთავაზა, ახლა კი პოზიცია შეიცვალა და განაცხადა: „ჩემი ახალი წინადადება მაკგრეგორისთვის - 23 დოლარი“.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლამდე UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა განაცხადა, რომ ამ ჩხუბის გამარჯვებული საჩემპიონო ქამრის მოპოვების შანსს მიიღებს და უახლოეს პერიოდში პორიესა და ჩარლზ ოლივეირას ჯახის დააანონსებას უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები