„დასტინ, მადლობა“ - ფლოიდს პორიეს მოგებაზე 50 000 დოლარი ედო
Aa
Aa

„დასტინ, მადლობა“ - ფლოიდს პორიეს მოგებაზე 50 000 დოლარი ედო

ხუთი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ფლოიდ მეივეზერმა დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორს შორის გამართული ბრძოლის შედეგი გამოიცნო. „მანიმ“ ფსონი ამერიკელ მებრძოლზე გააკეთა და მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა.

„დასტინ, მადლობა იმისთვის, რომ გადამიხადეს“, - განაცხადა მეივეზერმა სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში და საკუთარი ფსონი ამსახველი ფოტოსურათიც გაავრცელა.

მეივეზერმა პორიეს გამარჯვებაზე, ფსონის სახით, 50 000 აშშ დოლარი დადო და მისმა მოგებამ 85 714.3 აშშ დოლარი შეადგინა. „მანი“ 35 714.3 დოლარით გამდიდრდა, რაც მისი სტილიდან და ფინანსებიდან გამომდინარე, ძალიან ცოტაა.

შეგახსენებთ, რომ პირველი რაუნდის მიწურულს, კონორ მაკგრეგორმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფეხი მოიტეხა. ირლანდიელი ოქტაგონიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, პორიე კი გამარჯვებულად გამოცხადდა და სავარაუდოდ, საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები