მესამე გამარჯვება - ტოჩინოშინმა შიტატენაგეს ილეთით მოიგო
Aa
Aa

მესამე გამარჯვება - ტოჩინოშინმა შიტატენაგეს ილეთით მოიგო

ქართველმა სუმოტორმა, ლევან გორგაძემ „ნაგოია ბაშოზე“ მე-3 გამარჯვება მოიპოვა. ივლისის სუპერტურნირის მე-8 დღეს, ტოჩინოშინი დაიამამის დაუპირისპირდა და მეტოქე შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა.

„ნაგოია ბაშოს“ მე-9 დღეს, გორგაძის მეტოქე მე-14 მაეგაშირა, ჩიიონოო იქნება, რომელსაც კარგი ტურნირი ნამდვილად არ აქვს. ტოჩინოშინი მას პირველად ხვდება და იმედი ვიქონიოთ, რომ დადებითი ბალანსისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო, „ნაგოია ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები