საქართველოს დროშით - დვალიშვილის ემოციები თოფურიას ნოკაუტზე
Aa
Aa

საქართველოს დროშით - დვალიშვილის ემოციები თოფურიას ნოკაუტზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ UFC-ში მე-3 ბრძოლა გამართა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. „ელ მატადორი“ რაიან ჰოლს დაუპირისპირდა და მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

მორიგი ნოკაუტი პირველ რაუნდში - თოფურიამ ჰოლი დააძინა

ლას ვეგასში იმყოფება UFC-ის კიდევ ერთი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილიც, რომელმაც დაპირისპირებამდე ილია თოფურია უშუალოდ ადგილზე, საქართველოს დროშის თანხლებით გაამხნევა, ხოლო მოგვიანებით, გამარჯვებისგან გამოწვეული ემოციები სოციალური ქსელით გაავრცელა:

„ილია თოფურიას ბრწყინვალე გამარჯვებას ვულოცავ. ამ უდიდეს ტალანტს ყველაფერი წინ აქვს", -წერს დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ბრძოლამდე ილია თოფურიამ UFC-ში 2-ჯერ იჩხუბა და ჯერ იუსეფ ზალალს მსაჯების გადაწყვეტილებით, ხოლო შემდეგ დეიმონ ჯექსონს, ნოკაუტით სძლია. ქართველი მებრძოლი დაუმარცხებელია, მის ანგარიშზე 11 გამარჯვებაა.

უცხოური გამოცემები თოფურიას მომდევნო ბრძოლის გამართვას ტოპ 10-ის წარმომადგენელთან უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები