„სიკეთე ბოროტებას ყოველთვის ამარცხებს“ - ხაბიბი კონორის მარცხს გამოეხმაურა
Aa
Aa

„სიკეთე ბოროტებას ყოველთვის ამარცხებს“ - ხაბიბი კონორის მარცხს გამოეხმაურა

UFC-ის საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელი, ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს შორის გამართულ ბრძოლას გამოეხმაურა. „არწივმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა:

„სიკეთე ბოროტებას ყოველთვის ამარცხებს. დასტინ პორიეს გამო ძალიან ბედნიერი ვარ. დასტინ, იმედი მაქვს, წლის ბოლოს საჩემპიონო ქამარს მიიღებ“.

შეგახსენებთ, რომ პორიესა და მაკგრეგორის ბრძოლის პირველი რაუნდის ბოლოს, ირლანდიელმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და წვივის ძვალი დაიზიანა. კონორმა ოქტაგონი საკაცით დატოვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დასტინს რაც შეეხება, ამერიკელ მებრძოლს საჩემპიონო ქამრის მოპოვების შანსი აქვს. UFC-ის პრეზიდენტის, დეინა უაითის თქმით, პორიე სატიტულო ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას და ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება, შემდეგ კი სავარაუდოდ, კონორისა და დასტინის კიდევ ერთ შერკინებას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები