კონორის უმძიმესი ტრავმა - პორიემ ტრილოგია გამარჯვებით დაასრულა
Aa
Aa

კონორის უმძიმესი ტრავმა - პორიემ ტრილოგია გამარჯვებით დაასრულა

UFC 264-ის მთავარი მოვლენა კონორ მაკგრეგორსა და დასტინ პორიეს შორის გამართული ჩხუბი იყო. გულშემატკივრები ტრილოგიის მესამე ბრძოლას მოუთმენლად ელოდნენ, თუმცა იმედები გაუცრუვდათ.

პირველი რაუნდის მიწურულს მაკგრეგორმა საშინელი ტრავმა მიიღო, წვივის ძვალი დაიზიანა და ჩხუბი ვეღარ გააგრძელა. პორიეს ტექნიკური ნოკაუტი (ექიმის მიერ შეწყვეტილი ბრძოლა) ჩაეთვალა, ხოლო კონორი ოქტაგონიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს

„მისი ერთ-ერთი ლოუკიკი დავბლოკე და რაღაც ხმა გავიგონე. ეს პირველი რაუნდის ბოლოს არ მომხდარა, მანამდე იყო. ეს ბიჭი ამბობდა, რომ მომკლავდა და ოქტაგონს კუბოთი დავტოვებდი. ადამიანებთან ასე ლაპარაკი არ შეიძლება და იმედი მაქვს, კონორი თავის ლამაზ ოჯახთან უსაფრთხოდ მივა. კარმა სარკეა და ხანდახან ასეთი რაღაცები ხდება“, - თქვა პორიემ ბრძოლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლამდე UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა განაცხადა, რომ ამ ჩხუბის გამარჯვებული საჩემპიონო ქამრის მოპოვების შანსს მიიღებს და უახლოეს პერიოდში პორიესა და ჩარლზ ოლივეირას ჯახის დააანონსებას უნდა ველოდოთ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები