Aa
Aa

"როგორ შეიძლება ჩელსის დატოვება მინდოდეს?" - ჟორჟინიომ ჭორები უარყო

ჟორჟინიო ამჟამად ევრო 2020-ის ფინალისთვის ემზადება. იტალიელ ნახევარმცველს ლონდონის „ჩელსიში“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. „არისტოკრატებმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და ჟორჟინიოს წვლილი საკმაოდ დიდი იყო.

ბოლო პერიოდის განმავლობაში სპორტულ პრესაში ხშირად წერდნენ ჟორჟინიოს კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ. ამასთან დაკავშირებით კი თავად ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ჟორჟინიომ?

„როგორ შეიძლება ჩელსიდან წასვლა მინდოდეს? ლონდონში 2 წელი გავატარე და თავს როგორც სახლში ისე ვგრძნობ. აქედან გამომდინარე ჩემს წასვლასთან დაკავშირებით რასაც გაიგებთ ყველაფერი ტყუილია.

ტუხელი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მასთან ერთად მუშაობა ძალიან კომფორტულია და ჩვენ ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებთ ყველაფერს. წინ დიდი გეგმები გვაქვს. „ჩელსი“ კიდევ ერთხელ გააოცებს ყველას.“

ჟორჟინიო „ჩელსიში“

იტალიელი ნახევარმცველი ლონდონურ კლუბში 2018 წელს მაურიციო სარიმ „ნაპოლიდან“ გადაიყვანა. დღემდე მან „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 141-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები