ერთი ნაბიჯი მე-20 დიდ სლემამდე - ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალშია!
Aa
Aa

ერთი ნაბიჯი მე-20 დიდ სლემამდე - ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალშია!

საჩოგბურთო სამყაროში ახლა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიდი სლემის ტურნირი უიმბლდონი მიმდინარეობს. დღეს კი ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დენის შაპოვალოვს დაუპირისპირდა. სერბმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 7:6 7:5 7:5 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

პირველ სეტში შაპოვალოვმა ნოვაკი დააბრეიკა და სეტზე აწვდიდა. ჯოკოვიჩმა 4:5-ის დროს ბრეიკი შეასრულა, სეტში დაბრუნდა და საბოლოოდ ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. სერბმა ჩოგბურთელმა 7:3 გაიმარჯვა.

მეორე სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დომინირებდნენ, თუმცა ნოვაკმა დენისის გატეხვა მაინც მოახერხა, ბრეიკი შეასრულა და მეორე სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მესამე სეტი მეორეს იდენტური იყო. ჯოკოვიჩმა ბრეიკის შესრულება იმ დროს შეძლო, როდესაც ანგარიში 5:5 იყო. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტშიც ხსენებულ ანგარიშზე მოახერხა ნოვაკმა წინ გასვლა. საბოლოოდ 7:5 და მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერი ფინალში გავიდა, სადაც მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება, რომელმაც თავისმხრივ ნახევარფინალში ჰუბერტ ჰურკაჩი 4 სეტში დაამარცხა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები