წლის ფეხბურთელი - კუპატაძე გულშემატკივართა რჩეული გახდა
Aa
Aa

წლის ფეხბურთელი - კუპატაძე გულშემატკივართა რჩეული გახდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე „იუგრას“ წლის ფეხბურთელი გახდა.

ინფორმაციას ფუტშალის კლუბი საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.

ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივრის ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს ვინც მხარი დამიჭირა საუკეთესო ფეხბურთელს არჩევანში!!!” - განაცხადა კუპატაძემ

კუპატაძე „იუგრაში“ 2004 წლიდან ასპარეზობს.  ქართველმა მეკარემ კლუბთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 2015/2016 წლებში  გახდა. ასევე მან რუსეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ხოლო რუსეთის თასი ხუთჯერ მოიპოვა. 2012 წელს კი ტასების თასის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები