გმირივით შეეგებნენ - დამსგორი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და ბავშვები გაახარა
Aa
Aa

გმირივით შეეგებნენ - დამსგორი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და ბავშვები გაახარა

კრისტიან ერიკსენის არყოფნაში დანიის ნაკრების ქომაგები მიკელ დამსგორმა მოხიბლა. 21 წლის შემტევმა რუსეთისა და ინგლისის ეროვნულ გუნდებს გაუტანა და მისით ევროპული ფეხბურთის გრანდები დაინტერესდნენ.

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დამსგორი სამშობლოში დაბრუნდა და მას ნამდვილი გმირივით შეეგებნენ. 21 წლის ფეხბურთელი ქალაქ იულინგში დაიბადა, რომელიც კოპენჰაგენიდან 35 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. იულინგში 10 000 ადამიანი ცხოვრობს და დამსგორმა კარიერა ადგილობრივ კლუბში დაიწყო, 13 წლის ასაკში კი „ნორდსიელანდში“ გადავიდა.

იულინგის მოსახლეობა ევროპის ჩემპიონატზე დამსგორის ასპარეზობას თვალს აქტიურად ადევნებდა. ქალაქის ცენტრში ფან-ზონა იყო გახსნილი და ასობით გულშემატკივარი დანიის ნაკრებს ქომაგობდა.

დამსგორმა მათთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა და იულინგს ესტუმრა. მიკელმა მშობლიურ ქალაქში დაბრუნების თარიღი საიდუმლოდ დატოვა და მისმა კლუბმა ამის შესახებ ჩასვლამდე ზუსტად 2 საათით ადრე გაიგო. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დაახლოებით 200-მა ადამიანმა ყველაფერი მიატოვა და დამსგორს საპატიო დერეფანი მოუწყო. მიკელმა ბავშვებს ავტოგრაფები დაურიგა, ქომაგებს შეხვდა და მათთან ერთად ფოტოსურათები გადაიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები