ზედიზედ მეორე გამარჯვება - ტოჩინოშინმა ოშიდაშის ილეთით მოიგო
Aa
Aa

ზედიზედ მეორე გამარჯვება - ტოჩინოშინმა ოშიდაშის ილეთით მოიგო

„ნაგოია ბაშოს“ მე-6 დღეს, ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე ჩიიონოკუნის დაუპირისპირდა, რომელსაც 5-დან 4 მოგება ჰქონდა. ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მოწინააღმდეგე ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.

ივლისის სუპერტურნირის მე-7 დღეს, ლევანის მეტოქე მე-9 მაეგაშირა, შიმანოუმი იქნება. გორგაძეს მის წინააღმდეგ ერთი ბრძოლა აქვს გამართული და 2020 წელს, მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო, „ნაგოია ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები