„ვამაყობ ამ ამბიციური პროექტის ნაწილი რომ ვარ“ - რამოსი პსჟ-ს ფეხბურთელია
Aa
Aa

„ვამაყობ ამ ამბიციური პროექტის ნაწილი რომ ვარ“ - რამოსი პსჟ-ს ფეხბურთელია

35 წლის ესპანელი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. ფრანგულმა კლუბმა რამოსის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა და ქომაგებს ამცნო, რომ სერხიო მათი საყვარელი გუნდის ღირსებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაიცავს.

„პარი სენ-ჟერმენში გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილებაა. ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავარ და ესაა დღე, რომელსაც არასდროს დავივიწყებ.

ვამაყობ, რომ ამ ამბიციური პროექტისა და იმ გუნდის ნაწილი გავხდი, რომელშიც ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი თამაშობს. პარი სენ-ჟერმენი არის კლუბი, რომელმაც უმაღლეს დონეზე უკვე ბევრი რამ დაამტკიცა. მინდა, პარიზში ზრდა და პროგრესი განვაგრძო და კლუბს, რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგებაში დავეხმარო“, - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენს“ უკვე შეუერთდა ჯორჯინიო ვაინალდუმი. პარიზელებმა ასევე ნეიმარის კონტრაქტზეც იზრუნეს და ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი გუნდში 2025 წლამდე დარჩება. ცნობილია ისიც, რომ მომავალი სეზონიდან პსჟ-ში ჯანლუიჯი დონარუმა და აშრაფ ჰაკიმი ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები