პირველი გამარჯვება ნაგოია ბაშოზე - ტოჩინოშინმა ცუკიოტოშის ილეთით მოიგო
Aa
Aa

პირველი გამარჯვება ნაგოია ბაშოზე - ტოჩინოშინმა ცუკიოტოშის ილეთით მოიგო

„ნაგოია ბაშოს“ მე-5 დღეს, ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე ტერუცუიოშის დაუპირისპირდა. ტოჩინოშინმა ივლისის სუპერტურნირზე პირველ გამარჯვება მოიპოვა და მეტოქეს ცუკიოტოშის ილეთით სძლია.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-16 მაეგაშირა, ჩიიონოკუნი იქნება. ამ უკანასკნელთან ლევანს 7 ბრძოლა აქვს გამართული და მეტოქე 6-ჯერ დაამარცხა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლოს ისინი დოჰიოზე ერთმანეთს 2018 წელს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო, „ნაგოია ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები