ბორჯღალოსნებში კორონავირუსია - შესაძლოა შოტლანდიასთან მატჩიც ჩაიშალოს
Aa
Aa

ბორჯღალოსნებში კორონავირუსია - შესაძლოა შოტლანდიასთან მატჩიც ჩაიშალოს

9 ივლისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მე-2 ტესტ მატჩი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა სამწუხაროდ კოვიდ-19-ის შემთხვევების გამო შეხვედრა გადაიდო.

კორონავირუსი ორივე გუნდის რიგებში დაფიქსირდა, რამაც საბოლოო გადაწყვეტილება განაპირობა.

რამდენიმე წუთის წინ რაგბის კავშირმა მორიგი განცხადება გაავრცელა,სადაც საუბარია შოტლანდიასთან მატჩის ჩაშლასთან დაკავშირებით.

ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრებებში დაფიქსირებული კოვიდ შემთხვევების გამო, სამწუხაროდ, გაუქმდა ბოკესა და ბორჯღალოსნებს შორის გასამართი მეორე ტესტი-მატჩი.ახლანდელი მდგომარეობით, სიმპტომები ჩვენი გუნდის კიდევ რამდენიმე წევრს დაუფიქსირდა, მათ შორის მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. გულშემატკივარს ასევე აინტერესებს გაიმართება თუ არა ტესტი საქართველოსა და შოტლანდიას შორის, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ ხვალ დილით ველით კოვიდ-ტესტების პასუხებს, რომლის შემდეგაც დაზუსტებით მოგაწვდით ინფორმაციას საქართველო - შოტლანდიის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით."- ვკითხულობთ რაგბის კავშირის განცხადებაში

პირველ ტესტ მატჩში ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან 40:9 დამარცხდნენ. საქართველოს რიგებში ყველა ქულა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები