სამედიცინო შემოწმება გაიარა - რამოსი პსჟ-ში მალე გაოფიციალურდება
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება გაიარა - რამოსი პსჟ-ში მალე გაოფიციალურდება

ბოლო პერიოდში ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ სერხიო რამოსი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდოდა. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

დღეს კი რომანო „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გვამცნობს, რომ ესპანელმა უკანახაზელმა პარიზში სამედიცინო შემოწმება გაიარა, 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და „პარი სენ ჟერმენი“ ამ ინფორმაციას ოფიციალურად სულ მალე დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენს“ უკვე შეუერთდა ჯორჯინიო ვაინალდუმი. პარიზელებმა ასევე ნეიმარის კონტრაქტზეც იზრუნეს და ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი გუნდში 2025 წლამდე დარჩება. ცნობილია ისიც, რომ მომავალი სეზონიდან პსჟ-ში ჯანლუიჯი დონარუმა და აქრაფ ჰაკიმი ითამაშებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები