კოვიდ-19-ის გამო სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტ მატჩი გაუქმდა
Aa
Aa

კოვიდ-19-ის გამო სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტ მატჩი გაუქმდა

9 ივლისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მე-2 ტესტ მატჩი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა სამწუხაროდ კოვიდ-19-ის შემთხვევების გამო შეხვედრა გადაიდო.

კორონავირუსი ორივე გუნდის რიგებში დაფიქსირდა, რამაც საბოლოო გადაწყვეტილება განაპირობა.

„გეგმიურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე ნაკრების ბანაკში ვირუსის არსებობა დააფიქსირა. პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოებას ემსახურება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და იოჰანესბურგში თამაში აღარ შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ COVID 19 ბორჯღალოსნების ბანაკშიც დაფიქსირდა, გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო პერსონალი და კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ. მათ მდგომარეობაზე დაკვირვება 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება“, - ვკითხულობთ Rugby.ge-ზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები