დაძაბული ბრძოლა და მორიგი მარცხი - ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხედ წააგო
Aa
Aa

დაძაბული ბრძოლა და მორიგი მარცხი - ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხედ წააგო

„ნაგოია ბაშოს“ მე-4 დღეს, ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე კაისეის დაუპირისპირდა. ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხედ წააგო და მეტოქესთან საკუინაგეს ილეთით დამარცხდა.

ბრძოლა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ქართველმა ფალავანმა ტაჩიაის შემდეგ, მავაში აიღო, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ტრავმები აწუხებს და ოპტიმალური ფორმისგან ძალიან შორსაა.

ტურნირის მე-5 დღეს, ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირას, ტერუცუიოშის შეხვდება. ლევანს მის წინააღმდეგ უარყოფითი ბალანსი აქვს და 4 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო, „ნაგოია ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები