ბეილი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს
Aa
Aa

ბეილი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს

„Marca“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „იუვენტუსთან“ მატჩის წინააღმდეგ გარეტ ბეილი საკუთარი გუნდის დახმარებას შეძლებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, უელსელმა ფეხბურთელმა ტრავმა მთლიანად მოიშუშა და „იუვენტუსთან“ მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდება.

აქამდე ინფორმაცია იმის შესახებ ვრცელდებოდა, რომ ბეილი ტურინულ დაპირისპირებას გამოტოვებდა, თუმცა როგორც ჩანს უელსელი ფეხბურთელი თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები