5-სეტიანი დრამა - მედვედევი ჰურკაჩთან დამარცხდა
Aa
Aa

5-სეტიანი დრამა - მედვედევი ჰურკაჩთან დამარცხდა

საჩოგბურთო სამყაროში ახლა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი უიმბლდონი მიმდინარეობს. მერვედფინალში ერთ-ერთი სენსაცია დაფიქსირდა. რეიტინგის მე-2 ნომერი დანილ მედვედევი ჰუბერტ ჰურკაჩს დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დრამატულად წარიმართა.

პირველი სეტი რუსი ჩოგბურთელის დომინაციით წარიმართა. დანილმა 31 წუთში 6:2 გაიმარჯვა. მეორე სეტი გაცილებით საინტერესო იყო. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დომინირებდნენ და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ტაი-ბრეიკზე კი ჰურკაჩმა 7:2 იმარჯვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში მედვედევმა უმალვე მოიპოვა ბრეიკი, უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და ლოგიკური დასასრული 6:3 მივიღეთ. ამის შემდეგ, ჰურბეტი გააქტიურდა და მეოთხე სეტში 1-ბრეიკიანი უპირატესობით გაიმარჯვა.(6:3)

გადამწყვეტ და მეხუთე სეტში, იმ დროს, როდესაც ანგარიში ჰურკაჩის სასარგებლოდ 2:1 იყო, პოლონელმა ბრეიკი შეასრულა, უპირატესობა მოიპოვა და ხელიდან აღარ გაუშვა. მედვედევმა მის წინააღმდეგ ვეღარაფერი გააწყო და 3:6 დამარცხდა. შეხვედრა 3 საათი და 7 წუთი გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის უიმბლდონის მეოთხედფინალში ჰურბეტ ჰურკაჩი როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები