აბასოვი:''ვღელავთ, მაგრამ ვეცდებით ჩვენი ხალხი ღირსეულად წარმოვაჩინოთ''
Aa
Aa

აბასოვი:''ვღელავთ, მაგრამ ვეცდებით ჩვენი ხალხი ღირსეულად წარმოვაჩინოთ''

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამო'' აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს ''ნეფთჩის'' დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ''დინამო არენაზე'' 7 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

აზერბაიჯანის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა.

სამირ აბასოვი: ''წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩვენთვის დიდი წარმატებაა. რა თქმა უნდა, დიდი ღელვაა გუნდში, რადგან ჩემპიონთა ლიგა ფართომასშტაბიანი ტურნირია, მაგრამ გვჯერა და გვწამს, რომ დაძაბულობა მოედნის გარეთ დარჩება და წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ. ვეცდებით ჩვენი ქომაგები და ჩვენი ხალხი ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რაც ''დინამოსთვის'' უპირატესობაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომზადებულნი არ ვართ. რამდენიმე ამხანაგური მატჩი გავმართეთ და თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ.

გასაგებია, რომ ხვალინდელი თამაში დაძაბული იქნება. ჩვენ გავეცანით მოწინააღმდეგე გუნდის სქემას, ტაქტიკას. ერთია, რომ გუნდს თეორიულად სწავლობ და მეორეა, როცა მოედანზე გრძნობ მეტოქის სიძლიერეს.

თბილისის ''დინამოს'' დიდი ისტორია აქვს, როგორც ჩვენს გუნდს. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ტრადიციისა და გამოცდილების მიმანიშნებელია. ყველაფერი მოედანზე თამაშში გამოჩნდება.

კახა ცხადაძესთან მუშაობის გამოცდილება მაქვს. აქედან გამომდინარე, მისი შესაძლებლობები ჩემთვის ცნობილია''.

შეგახსენებთ, საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს, ბაქოში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები