ზედიზედ მე-3 მარცხი - ტოჩინოშინმა ოშიდაშის ილეთით წააგო
Aa
Aa

ზედიზედ მე-3 მარცხი - ტოჩინოშინმა ოშიდაშის ილეთით წააგო

„ნაგოია ბაშოს“ მე-3 დღეს, ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე კაგაიაკის დაუპირისპირდა. ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამედ წააგო და მეტოქესთან ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.


ივლისის სუპერტურნირის მეოთხე დღეს, ლევანი ნაცნობ მეტოქეს, კაისეის შეხვდება. გორგაძე ბრაზილიელი სუმოტორის წინააღმდეგ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობს. ტოჩინოშინი კაისეის 22-ჯერ შეერკინა და 13-ჯერ იმარჯვა და 9-ჯერ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო, „ნაგოია ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები