ხვიჩას საგოლე პასი და რუბინის დამაჯერებელი გამარჯვება!
Aa
Aa

ხვიჩას საგოლე პასი და რუბინის დამაჯერებელი გამარჯვება!

ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინმა“ ამხანაგური მატჩი „ურალის“ წინააღმდეგ გამართა და 3:1 გაიმარჯვა. გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმაც შეიტანა.

მატჩის 57-ე წუთზე ხვიჩამ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, წინ გაიჭრა, დესპოტოვიჩს შესანიშნავი პასი გაუკეთა და ანგარიში 2:1 გახდა. ყაზანელთა მხრიდან დესპოტოვიჩის გარდა გოლები ჰვანგმა და შატოვმა გაიტანეს.

კვარაცხელიამ მინდორზე 65 წუთი დაჰყო და საკმაო აქტიურობითაც გამოირჩეოდა. შეგახსენებთ, რომ წინა ამხანაგურ მატჩში ხვიჩამ გოლი გაიტანა. დღეს კი მხოლოდ საგოლე გადაცემით გაამდიდრა საკუთარი სტატისტიკა.

ცნობისთვის, რუსეთის პრემიერ ლიგა 24 ივლისს იწყება და „რუბინი“ პირველ ტურში საკუთარ კედლებში მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები