COVID-19  სამხრეთ აფრიკის ნაკრებში - მეორე ტესტ მატჩი შესაძლოა ჩაიშალოს
Aa
Aa

COVID-19 სამხრეთ აფრიკის ნაკრებში - მეორე ტესტ მატჩი შესაძლოა ჩაიშალოს

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრების ვარჯიში არ შედგა,მიზეზად კი COVID-19 დასახელდა.

ინფორმაციას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს და ადასტურებენ,რომ სამხრეთაფრიკელ მორაგბეს ლუდ დე იაგერი ინფიცირებულია.

მორაგბეები იზოლაციაში გადაიყვანეს და ყველას ტესტი ჩაუტარდათ. თუ როდის გააგრძელებენ „ქურციკები“ ვარჯიშს ჯერ ჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ,რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში იმყოფება და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებთან მეორე ტესტ მატჩი 9 ივლისს უნდა გაემართათ.

შედგება თუ არა დაპირისპირება ამ დროისთვის უცნობია. პირველ ტესტ მატჩში ბორჯღალოსნები  სამხრეთ აფრიკასთან 40:9 დამარცხდნენ. საქართველოს რიგებში ყველა ქულა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები