ანზორ კავაზაშვილი -
Aa
Aa

ანზორ კავაზაშვილი - "შესაძლოა შევჩენკო უკრაინის სპორტის მინისტრად დანიშნონ"

საბჭოთა კავშირის მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა ანდრეი შევჩენკოს შესახებ ისაუბრა.

შევჩენკო შესანიშნავი მწვრთნელია. მან ფეხბურთელებს ეროვნული ნაკრები შეაყვარა,რაც ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა. მიუხედავად ინგლისთან მარცხისა უკრაინის ასპარეზობას დადებითად ვაფასებ. ჩანს,რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია კარგად მუშაობს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მათ,ანდრეი ნაკრებიდან წასვლის შემდეგ მალევე მწვრთნელად დანიშნეს და ამან ნამდვილად გაამართლა. შეუძლებელია წარმატება მიაღწიოს თუ არ იცი სიღრიმისეულად რა ვითარება შენს გუნდში. შევჩენკო წლებია უკვე ნაკრების შეუცვლელი წევრია და მან ეს თავის პროფესიონალიზმით დაამტკიცა. არ გამიკვირდა თუ შევჩენკოს სპორტის მინისტრად დანიშნავენ.“- კავაზაშვილი

შეგახსენებთ,რომ მიმიდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრები მეოთხედფინალამდე გავიდა.

ანდრეი შევჩენკოს შეგირდები რომში გამართულ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებთან ანგარიშით 4:0 დამარცხდნენ.

მეოთხედფინალურ მატჩში გოლები ჰარი მაგუაიერმა , ჯორდან ჰენდერსონმა და ჰარი კეინმა გაიტანეს, ამ უკანასკნელმა კი დუბლი შეასრულა.

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალებში ინგლისის ნაკრები დანიას დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთი იტალიას.

მსგავსი სიახლეები