მორიგი ოქრო - გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია!
Aa
Aa

მორიგი ოქრო - გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია!

დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული პირველობის ბოლო, დასკვნით დღეს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა (2 ოქრო, 1 ბრინჯაო) -  ფრიდონ აბულაძემ (60 კგ) ფინალი რუსეთის ნაკრების წევრს, ბამატოვს მოუგო, ლუკა ოჩიგავამ (67 კგ) საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა, ხოლო რამდენიმე წუთის წინ , აბულაძის შემდეგ ოქროს მედალის შანსი ხელიდან არც გიორგი ჩხიკვაძემაც გაუშვა  (72 კგ).

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ფინალში უნგრელი ტოესმაგი დაამარცხა (4-1).

3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური ჩემპიონობა - ასეთია  დორტმუნდში, ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე საქართველო ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების შედეგები. რევაზ ლაშხის შეგირდებმა ჯამში 6 მედალი მოიპოვეს - ევროპის ჩემპიონები ფრიდონ აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი თოხაძე (55 კგ) და გიორგი შპეტიშვილი (77 კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი ლუკა ოჩიგავამ (67 კგ) მოიპოვა, მედლის მოპოვებამდე ერთი გამარჯვება ლაშა ტვილდიანს (97 კგ) დააკლდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 154 ქულით პირველობა არავის დაუთმო და დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა რუსეთის (118) და თურქეთის (100) გუნდები.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები