ოქროს მედალი ევროპის  ჩემპიონატზე - აბულაძემ რუსი მეტოქე დაამარცხა
Aa
Aa

ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე - აბულაძემ რუსი მეტოქე დაამარცხა

დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული პირველობის ბოლო, დასკვნით დღეს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებს 4 მედლის, მათ შორის 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს, მოპოვების შანსი ჰქონდა.

მიმდინარე დღის პირველი მედალი  ფრიდონ აბულაძის (60 კგ) ანგარიშზეა, რომელმაც ფინალი რუსეთის ნაკრების წევრს, ბამატოვს მოუგო (5-4).


დღესვე, ლუკა ოჩიგავა (67 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის უნგრელ პოილეჩს შეხვდება, ლაშა ტვილდიანი (97 კგ) კი ბრინჯაოსთვის ნორვგიელ ვორენს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყო. პირდაპირი რეპორტაჟის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები