ლამპარდმა „ჩელსის“ „პრემიერლიგის“ მოგება მიულოცა
Aa
Aa

ლამპარდმა „ჩელსის“ „პრემიერლიგის“ მოგება მიულოცა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ფრენკ ლამპარდმა სოციალური ქსელის მეშვეობით, მის ყოფილ გუნდს ინგლისის ჩემპიონატის მოგება მიულოცა.

„მინდა ჩემს მეგობრებს და ყოფილ პარტნიორებს „პრემიერლიგის“ მოგება გულწრფელად მივულოცო. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომელიც თითოეილმა მათგანმა დაიმსახურა. მე ვიცი თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი „ჩელსისთვის“, რომლსაც მე ჩემი კარიერის 13 წელი მივუძღვენი“ - დაწერა ფრენკ ლამპარდმა სოციალურ ქსელში

ლამპარდი ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას 2001-დან 2014 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან კლუბის მაისურით 211 გოლის გატანა მოახერხა და „ჩელსის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები