დინამო v ნეფთჩი: როგორია ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა
Aa
Aa

დინამო v ნეფთჩი: როგორია ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" თბილისი ბაქოს „ნეფთჩს" დაუპირისპირდება. 

საქართველოს ჩემპიონი პირველ მატჩს 7 ივლისს, სახლში, დინამო არენაზე ჩაატარებს. შეხვედრა 20:00 საათიდან დაიწყება. განმეორებითი დაპირისპირება კი 14 ივლისს შედგება და სტარტს 21:00 საათიდან აიღებს.

ეს გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ. „დინამოსა" და „ნეფთჩის" ურთიერთშეხვედრების ისტორია 52-ს ითვლის - 25 მატჩი „დინამო" თბილისის სასარგებლოდ დასრულდა, 11 შემთხვევაში ბაქოს „ნეფთჩმა" გაიმარჯვა, 16 შეხვედრაში კი გუნდები ფრეს დასჯერდნენ.

დინამო თბილისის განაცხადი

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი

მცველები: ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლევან ხარაბაძე, საიმონ ბენიო, ნოდარი იაშვილი, ფირუზ გაბიტაშვილი

ნახევარმცველები: ფაბიან სპორქსლედე, ბაქარ ქარდავა, მილან რადინი, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, ნოდარ ქავთარაძე

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, თორნიკე ახვლედიანი, ზორან მარუშიჩი, გიორგი ომარაშვილი

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 280 000 ევროს მიიღებს, მეორე ეტაპის ფინანსური მოგება - 380 000 ევრო იქნება, ხოლო მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში შესაძლოა, აღნიშნულ თანხას დამატებით 480 000 ევრო კიდევ დაემატოს.

აღსანიშნავია, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებულ თანხას ასევე დაემატება 40 000 ევრო, რაც მგზავრობის ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები