მატჩის წინ - პორტო VS იუვენტუსი
Aa
Aa

მატჩის წინ - პორტო VS იუვენტუსი

პორტუგალიაში, "ესტადიო დო დრაგაოზე", "ჩემპიონთა ლიგის" პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში, "პორტო" "იუვენტუსს" მიიღებს. 

მართალია, "დრაკონები“ იტალიურ გუნდებთან საკუთარ მოედანზე 6 თამაშია არ აგებენ , თუმცა უშუალოდ „იუვენტუსს“ 3 ურთიერთშეხვედრაა ვერ ამარცხებენ. 

გუნდების ახალი ამბები

* ორივე გუნდმა შიდა ჩემპიონატის მატჩები პარასკევს ჩაატარა და 4-4 გოლი გაიტანა. 

* "პორტომ" აუტსაიდერი "ტონდელა" 4:0 დაამარცხა. გოლები ანდრე სილვამ, რუბენ ნევეშმა, ტიაგო სოარეშმა და დიოგო ჟოტამ შეაგდეს. 

* მასპინძლებს დღევანდელი მატჩისათვის ყველა მოთამაშე მწყობრში ჰყავთ. 

* "იუვემ" სერია ა-ში "პალერმოს", მარკიზიოს, იგუაინისა და დიბალას (2) გოლების წყალობით, 4:1 მოუგო. 

* მას შემდეგ, რაც მასიმილიანო ალეგრი თავის გუნდს 4-2-3-1 სქემით ათამაშებს ანუ 7 მატჩში, "იუვემ" მხოლოდ 2 გოლი გაუშვა - "მილანთან" და "პალერმოსთან". 

* "ბებერ ქალბატონის" განაცხადში დისციპლინის დარღვევის გამო, ლეონარდო ბონუჩი ვერ მოხვდა. ტრავმები ახლახანს მოიშუშეს ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა ბარძალიმ.

მწვრთნელების კომენტარები

ნუნო ესპირიტო სანტო: "ჩვენი გუნდი დღევანდელი მატჩისათვის სრულ მზადყოფნაშია. ვფიქრობ, ევროპის ორ დიდ კლუბს შორის, სანახაობრივი და საინტერესო თამაში იქნება. ამ ფორმაციის "პორტოს" ტოლ-სწორად თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. 

"დრაგაო" სავსე იქნება და ჩვეული მხურვალებით გვიქომაგებს. მინდა, რომ გულშემატკივრის ეს საოცარი ენერგია ბიჭებზეც გადმოვიდეს. 

მეტოქის დაუფასებლობა არასდროს არ შეიძლება, თუმცა არც არავისი უნდა გვეშინოდეს. საჭიროა მაქსიმუმის გაღება და საკუთარი ძალების ბოლომდე გამოვლენა". 

მასიმილიანო ალეგრი: "ჩვენი მეტოქე არის გუნდი, რომელიც "ჩემპიონთა ლიგას" კარგადაა მიჩვეული და ამ მხრივ სერიოზული გამოცდილება აქვს. ისინი სექტემბრის შემდეგ არ აგებენ და მთლიან სეზონში მხოლოდ 14 გოლი აქვთ გაშვებული. ბოლო წლებში კი, საშინაო არენაზე ისეთ მოწინააღმდეგეებს მოუგეს, როგორებიც "ბაიერნი" და "ჩელსი" არიან. 

მათ ბრწყინვალე შედეგები აქვთ, ასე რომ, რთული მატჩი იქნება. ვიცით, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას არაერთ პრობლემასთან მოგვიწევს შეჭიდება. 

თუმცა მთავარი მხოლო ერთი რამეა - ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო თამაში. 

ძალიან რთული 180 წუთი გველის წინ, რადგანაც "პორტო" ყველაზე უარესი მეტოქეა, ვინც შეიძლებოდა 1/8 ფინალში შეგვხვედროდა". 

სავარაუდო შემადგენლობები

პორტო: კასილიასი - მაქსი პერეირა, მარკანო, ფელიპე, ტელეში - დანილო პერეირა - ერერა, ოლივერ ტორესი - ბრაჰიმი, ტიაგო სოარეში, ანდრე სილვა. 

იუვენტუსი: ბუფონი - ლიხტშტაინერი, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, ხედირა - კვადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი. 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები