ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისის განაცხადი ცნობილია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისის განაცხადი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" თბილისი ბაქოს „ნეფთჩს" დაუპირისპირდება. 

UEFA-ს ვებგვერდის ინფორმაციით, მომავალი მატჩებისთვის საქართველოს ჩემპიონის განაცხადი ცნობილია, რომელიც შეიძლება თამამად ითქვას, რომ საკმაოდ ახალგაზრდულია.

დინამო" თბილისის განაცხადი

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი

მცველები: ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლევან ხარაბაძე, საიმონ ბენიო, ნოდარი იაშვილი, ფირუზ გაბიტაშვილი

ნახევარმცველები: ფაბიან სპორქსლედე, ბაქარ ქარდავა, მილან რადინი, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, ნოდარ ქავთარაძე

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, თორნიკე ახვლედიანი, ზორან მარუშიჩი, გიორგი ომარაშვილი

„დინამო" თბილისი პირველ მატჩს 7 ივლისს, სახლში, დინამო არენაზე ჩაატარებს. შეხვედრა 20:00 საათიდან დაიწყება. განმეორებითი დაპირისპირება კი 14 ივლისს შედგება და სტარტს 21:00 საათიდან აიღებს.

გეტყვით, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 280 000 ევროს მიიღებს, მეორე ეტაპის ფინანსური მოგება - 380 000 ევრო იქნება, ხოლო მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში შესაძლოა, აღნიშნულ თანხას დამატებით 480 000 ევრო კიდევ დაემატოს.

აღსანიშნავია, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებულ თანხას ასევე დაემატება 40 000 ევრო, რაც მგზავრობის ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები