მესამე მედალი - შპეტიშვილი ვერცხლის პრიზიორია
Aa
Aa

მესამე მედალი - შპეტიშვილი ვერცხლის პრიზიორია

დორტმუნდში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გიორგი შპეტიშვილი ვერცხლის პრიზიორი გახდა.

77 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი ფალავანი მოლდოველ ალექსანდრინ გუტუსთან დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატის ფინაალმდე შპეტიშვილმა 3 მეტოქეს პოლონელ ლუკაშ კოზლოვსკის, ფინელ იონი სარკინენისა და ებრაელ დავიდ ჟიტიმორსკის აჯობა. 

შეგახსენებთ,რომ დღეს ოქროს მედალს 63 კილოში დიეგი ჩხიკვაძე დაეუფლა,რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელ გურბან გურბანოვს მოუგო.

სამწუხაროდ გერმანულ ხალიჩზე ასევე ფინალური შეხვედრა გიორგი თოხაძემ დათმო.  55 კილოგრამ წონით კატეგორიის ოქროსთვის შეხვედრაში ქართველი ფალავანი რუს პაველ ბელკინთან დამარცხდა.  

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ხვალ გაგრძელდება და საქართველოს სახელით ოქროს მედლებს კიდევ ორი მოჭიდავე ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) შეუტევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები