„ეს იყო დიდი პატივი
Aa
Aa

„ეს იყო დიდი პატივი" - სამხრეთაფრიკელი მომღერალი საქართველოს ჰიმნზე

სამხრეთ აფრიკაში გამართულ ტესტ მატჩში ბორჯღალოსნები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებთან 31 ქულით დამარცხდნენ.

ქართველმა მორაგბეებმა გამორჩეული პირველი ტაიმი ჩაატარეს და მეტოქე 34-ე წუთამდე, ანგარიშით - 9-5 ამარცხებდნენ,  რის შემდეგაც ბორჯღალოსნები 14 დარჩნენ და 2 ლელო გაუშვეს. მეორე ტაიმში მსოფლიო ჩემპიონებმა ბორჯღალოსნებს კიდევ სამი ლელო დაუდეს და საბოლოო ჯამში, ანგარიშით - 40-9 გაიმარჯვეს.

შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს ჰიმნი სამხრეთაფრიკელმა მომღერალმა, მარიჩან ლუიტერსმა შეასრულა, რამაც ქართველი გულშემატკივრის მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

მოგვიანებით, მომღერალი საქართულის ჰიმნის მღერას თავად, სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დაწერა:

სანამ საქართველოს ჰიმნს პირდაპირ ეთერში შევასრულებდი, რამდენიმე ფოტო გადავიღე.

ეს იყო დიდი პატივი, მივსალმებოდი  სამხრეთ აფრიკაში ჩასულ მორაგბეებს და მშობლიურ ენაზე მათი ჰიმნი მემღერა. იმედი მაქვს, ამით ამაყობდნენ".

View this post on Instagram

A post shared by MARIECHAN (@mariechanl)

 შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონებთან მეორე ტესტ-მატჩი 9 ივლისს, 21:00 საათიდან გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა ვხვდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები