ოქროს მედალი დორტმუნდიდან - დიეგო ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

ოქროს მედალი დორტმუნდიდან - დიეგო ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია

დორტმუნდში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე დიეგო ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

63 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელი გურბან გურბანოვი ანგარიშით 8:1 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატის ფინაალმდე ჩხიკვაძემ 3 მეტოქეს შვედ ნიკლას ოელენს, რუს ვადიმ ბოგოვსა და ფრანგ იანის დრის ნიფრის აჯობა. 

დღესვე გერმანულ ხალიჩაზე ოქროს მედლისთვის გიორგი თოხაძემ იასპარეზა. სამწუხაროდ ქართველმა მოჭიდავე რუს პაველ ბელკინთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ასევე ოქროს მედლისთვის გიორგი შპეტიშვილი იჭიდავებს,რომელიც ფინალში რუმინელ ალექსანდრინ გუტუს შეხვდება.

ხვალ საქართველოს სახელით ოქროს მედლებს კიდევ ორი მოჭიდავე ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) შეუტევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები