„მეორე მატჩამდე შეცდომებზე ვიმუშავებთ
Aa
Aa

„მეორე მატჩამდე შეცდომებზე ვიმუშავებთ" - შარიქაძე სამხრეთ აფრიკაზე

სამხრეთ აფრიკაში გამართულ ტესტ მატჩში ბორჯღალოსნები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებთან 31 ქულით დამარცხდნენ.

ქართველმა მორაგბეებმა გამორჩეული პირველი ტაიმი ჩაატარეს და მეტოქე 34-ე წუთამდე, ანგარიშით - 9-5 ამარცხებდნენ,  რის შემდეგაც ბორჯღალოსნები 14 დარჩნენ და 2 ლელო გაუშვეს. მეორე ტაიმში  მსოფლიო ჩემპიონებმა ბორჯღალოსნებს კიდევ სამი ლელო დაუდეს და საბოლოო ჯამში, ანგარიშით - 40-9 გაიმარჯვეს.

ბორჯღალოსნების კაპიტანი, მერაბ შარიქაძე:

სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონი ტყუილად არ არის. ძალიან ძლიერი გუნდია და მიუხედავად იმის, რომ ანგარიში სასურველი არ არის, ვფიქრობ, უკეთ თამაშის შანსი გვქონდა.

ვთვლი, რომ 80 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლეთ და დასანანია, რომ განსაკუთრებით პირველი ტაიმის მიწურულს ორი დასანანი ლელო მივიღეთ, რამაც პირველი ტაიმი დაგვათმობინა. რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ, რაც დასაფასებელია. მეორე მატჩამდე შეცდომებზე ვიმუშავებთ და ასეთ მარტივ გამოსავლებს მეტოქეს არ ვაჩუქებთ“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონებთან მეორე ტესტ-მატჩი 9 ივლისს, 21:00 საათიდან გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა ვხვდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები