მამუკელაშვილი მინესოტაში ივარჯიშებს - მას NBA-ის 30-ვე გუნდი დააკვირდება
Aa
Aa

მამუკელაშვილი მინესოტაში ივარჯიშებს - მას NBA-ის 30-ვე გუნდი დააკვირდება

8 ივლისიდან 11 ივლისამდე, მინესოტაში Minnesota Group Workout გაიმართება, რომელზეც NBA-ის გუნდები დრაფტის წინ, ახალგაზრდა კალათბურთელებს დააკვირდებიან. ღონისძიებას „მინესოტა ტიმბერვულვზი“ უმასპინძლებს და 4 დღის განმავლობაში გამართული ვარჯიშები ყველა გუნდისთვის ღია იქნება.

რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა იმ კალათბურთელთა ვინაობა, რომლებიც ვარჯიშებში მონაწილეობას მიიღებენ. ESPN-ის მიხედვით, ორგანიზატორების მიწვევაზე ჯერჯერობით თანხმობა 39-მა ახალგაზრდამ განაცხადა და ერთ-ერთი მათგანი ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილია.

„მამუს“ კარგი შანსი ექნება, NBA-ის გუნდებზე შთაბეჭდილება მოახდინოს. თანაც, როგორც აღვნიშნეთ, ვარჯიშები 30-ვე გუნდისთვის ღია იქნება და ეს სანდროსთვის დამატებითი მოტივაციაა.

შეგახსენებთ, რომ 21-დან 27 ივნისამდე ჩიკაგოში Microsoft Surface Draft combine გაიმართა და მამუკელაშვილმა ექსპერტებისგან და ანალიტიკოსებისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა. უცხოური გამოცემები ვარაუდობენ, რომ სანდროს მეორე რაუნდში აირჩევენ და მას „ბრუკლინ ნეთსს“, „დეტროიტ პისტონსს“, „ნიუ იორკ ნიქსსა“ და სხვა გუნდებს უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები