U20 | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ურუგვაის წინააღმდეგ ცნობილია
Aa
Aa

U20 | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ურუგვაის წინააღმდეგ ცნობილია

უმცროსი ბორჯღალოსნები 3 ივლისს, 20-წლამდე ნაკრებების საერთაშორისო სერიის მეოთხე მატჩში, ურუგვაის, მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდებიან. 

ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 11. ლუკა კვენეტაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. კოტე იაშვილი (აკადემია);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. პაატა გალდავა (აია), 6. ბექა გელხვიძე (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო).

მარქაფა: 16. გოჩა დიასამიძე (ბათუმი), 17. დავით გველესიანი (ლელო), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 19. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 20. ლაშა ციხისთავი (ლელო), 21. ლუკა არჩვაძე (ლელო), 22. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 23. საბა არჩვაძე (ლელო), 24. დავით იმნაძე (იუნკერები), 25. ვაჟა მიქაძე (ლელო), 26. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 27. გიორგი კურტანიძე (ლელო), 28. ბადრი ციხისთავი (ლელო).

უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე:

„უკვე ხუთი წელია ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში ვთამაშობთ, რაც ქართული რაგბისთვის უდიდესი მიღწევაა. აქამდე ვერცერთი ტიერ2-ის ქვეყანა ვერ ახერხებდა ელიტაში ადგილის შენარჩუნებას. ჩვენ ყოველ წელს მე-9-მე-10 პოზიციებს ვიკავებდით, მაგრამ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, თამასა ავწიეთ და მომავალ ჩემპიონატებში მიზნად მე-5-მე-6 ადგილისთვის ბრძოლას ვისახავთ. რადგან პანდემიის გამო ტურნირი ორი წელია არ ტარდება, გადავწყვიტეთ სიღრმეებში ჩასვლა, მუშაობა დავიწყეთ უფრო უმცროსი ასაკის მოთამაშეებთან, რათა მოსამზადებლად მეტი დრო გვქონდეს და ჩემპიონატის განახლებამდე ბევრი რამ გავიაროთ.

ეს გადაწყვეტილება მიზნიდან გამომდინარე მივიღეთ და მადლობა რაგბის კავშირს, რომ ამის უფლება მოგვცა. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე სერიაზე ორი წლით უფროსებთან გვიწევს თამაში, შემადგენლობით, რომელთაც აქამდე საერთაშორისო გამოცდილება არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, ისინი აქედანვე ეჩვევიან მაღალ სათამაშო ტემპს და იძენენ ამ დონისთვის საჭირო უნარებს. ეს არის რთული, რისკიანი გზა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის გაამართლებს. 20-წლამდელთა მიმართ მეტი მოთმინება გვმართებს და გაისად სულ სხვა შედეგი გვექნება“.

საქართველოსა და ურუგვაის 20-წლამდე ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება.

ფოტო: რაგბის კავშირი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები