უიმბლდონი - ოქსანა კალაშნიკოვა წყვილებში მერვედფინალში გავიდა
Aa
Aa

უიმბლდონი - ოქსანა კალაშნიკოვა წყვილებში მერვედფინალში გავიდა

ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის გათამაშებაზე ოქსანა კალაშნიკოვა ვარვარა გრაჩიოვასთან ერთად მეოთხედფინალში გავიდა.

გათამაშების მეორე წრეში ქართულ რულუსმა დუეტმა ავსტრალიელი არინა რადიონოვოსა და ყაზახი ზარინა დიასის წყვილი იოლად ორ სეტში 6:3 6:1 დაამარცხეს.

გათამაშების მერვედფინალში კალაშნიკოვასა და გრაჩიოვას მეტოქეები ხვალ გაირკვევიან, სადაც ერთმანეთს ჩეხური დუეტი მარი ბუჟკოვა და ლუსი ჰრადეჩკა გერმანელ ანა-ლენა ფრიდსმანსა და რუს ანა ბლინკოვას შეხვდებიან. 

უიმბლდონის პირველ წრეში ქართულ რუსლმა დუეტმა ბრიტანელები ნაიკტა ბეინსი და სამანტა მურეი 6:3 6:4 დაამარცხეს.

შეგახსენებთ,რომ უიმბლდონის გათამაშებაზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც ასპარეზობდა,რომელიც პირველ წრეში ენდი მარისთან დამარცხდა.

მარცხის მიუხედავად ნიკოლოზმა ისტორიული სეტი ჩაატარა. ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანეკთან 5:0 მარცხდებოდა,რის შემდეგაც 7 გეიმი ზედიზედ მოიგო და სეტი გამარჯვებით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები