ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეების სამი ოქროს მედლის შანსი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეების სამი ოქროს მედლის შანსი

დორტმუნდში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე დღეს ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩართვნენ, გერმანულ ხალიჩაზე კი საქართველოს ნაკრებიდან გიორგი თოხაძე (55 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ), გიორგი შპეტიშვილი (77 კგ), ბექა მელელაშვილი (87 კგ) და მათე გოქაძე (130 კგ) გამოვლენ რომლებიც წინასწარი ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

აღსანიშნავია,რომ გიორგი თოხაძე , დიეგო ჩხიკვაძე და გიორგი შპეტიშვილი  ტურნირის ფინალში გავიდნენ.

55 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა გიორგი თოხაძემ რუმინელ დენის ფლორინ მიჰაის 12-3 მოუგო და ფინალში რუს პაველ ბელკინს დაუპირისპირდება. 

63 კილოში დიეგო ჩხიკვაძემ ნახევარფინალურ ეტაპზე ფრანგ იანის დრის ნიფრის აჯობა და ფინალში აზერბაიჯანელ გურბან გურბანოვს შეხვდება.

გიორგი შპეტიშვილმა კი ნახევრფინალში ებრაელი დავიდ ჟიტომორსკი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მოლდოველ ალექსანდრინ გუტუს შეერკინება.

სამწუხაროდ ბექა მელელაშვილი და მათე გოქაძე ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ.

ევროპის ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი კი ხვალ 20:00 საათზე განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები