ოფიციალურად: ჩოხელი ფრანგული კლუბის მოთამაშეა
Aa
Aa

ოფიციალურად: ჩოხელი ფრანგული კლუბის მოთამაშეა

საქართველოს ქალ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე მედეა ჩოხელი კარიერას საფრანგეთში, კლუბ ''მერინიაკში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ფრანგული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. 

მხარეებმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ ''მერინიაკი“ საფრანგეთის ელიტარულ ჩემპიონატში 2019 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ უძლიერესთა შორისაა.

ფრანგულ კლუბში გადასვლამდე ქართველი სპორტსმენი ჩრდილოეთ მაკედონიის კლუბ ''კუმანოვოში'' ასპარეზობდა. გასულ სეზონში მედეა ჩოხელი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი გახდა.

''კუმანოვოს'' რიგებში 2019-21 წლებში ასპარეზობდა, მანამდე კი ''მამულის'' (2016-17), დანიური ''მიდტიულანდ იკასტისა'' და კიდევ ერთი ჩრდილომაკედონიური კლუბის, ''პელისტერის'' (2018-19) წევრი იყო. 

მედეა ჩოხელს საქართველოს სხვადასხვა ასაკის ნაკრებში: ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე (2015), EHF-ის ტროფიზე (2016, მეორე ადგილი), ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების 2-2 შესარჩევ ტურნირში (2015-2018), 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გეტებორგში (2016) და ეროვნულ ნაკრებში ევრო 2018 წლის შესარჩევ ტურნირში. სულ ქვეყნის ყველა ნაკრების 8 ოფიციალურ ტურნირში 29 მატჩი ჩაატარა და 82 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები