შენგელიას საუკეთესო მომენტები - ცსკა-მ თოკოს ვიდეო მიუძღვნა
Aa
Aa

შენგელიას საუკეთესო მომენტები - ცსკა-მ თოკოს ვიდეო მიუძღვნა

მოსკოვის ცსკა-მ ქართველ კალათბურთელს, თორნიკე შენგელიას ვიდეო მიუძღვნა. „არმიელებმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნეს და 2020-21 წლების სეზონში, „თოკომოტივის“ საუკეთესო მომენტები შემოგვთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შენგელია VTB გაერთიანებული ლიგის გამარჯვებული გახდა და ფინალურ დაპირისპირებაში ცსკა-მ „უნიქსი“ დაამარცხა. თოკომ ამ ტურნირის ეგიდით 26 შეხვედრა გამართა და საშუალოდ 13.9 ქულას, 4.4 მოხსნას, 1.8 შედეგიან გადაცემასა და 0.6 ჩაჭრას აგროვებდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ევროლიგაზეც იასპარეზა და „ოთხთა ფინალში“ გავიდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და ცსკა მე-4 ადგილს დასჯერდა. ევროლიგაზე თოკომ 37 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე საშუალოდ 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა და 1.2 ჩაჭრა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები