შეთანხმება მიღწეულია - რამოსი პსჟ-ში ითამაშებს!
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - რამოსი პსჟ-ში ითამაშებს!

დღეს გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა ESPN-მა გვამცნო, რომ რამოსსა და „პარი სენ ჟერმენს“ შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში იყო შესული.

ახლა კი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო და სპორტული პორტალი „ბლიჩერი“ იუწყებიან, რომ ფეხბურთელსა და პარიზულ კლუბს შორის შეთანხმება შედგა.

ლეგენდარული ესპანელი რამდენიმე დღეში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და პსჟ-ს სრულუფლებიანი წევრი გახდება.

ფაბრიციო რომანო იმასაც წერს, რომ პარიზელთა წარმომადგენელი სერხიოს აგენტს ჯერ კიდევ აპრილში დაუკავშირდა და  2-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა. ცნობილია, რომ ვეტერან ფეხბურთელს სწორედ 2-წლიანი კონტრაქტი სურდა და მადრიდის „რეალი“ მას მხოლოდ 1-წლიანს სთავაზობდა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენს“ უკვე შეუერთდა ჯორჯინიო ვაინალდუმი. პარიზელებმა ასევე ნეიმარის კონტრაქტზეც იზრუნეს და ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი გუნდში 2025 წლამდე დარჩება. ცნობილია ისიც, რომ მომავალი სეზონიდან პსჟ-ში ჯანლუიჯი დონარუმაც ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები